ზიდანი: "დავრჩები თუ არა გუნდში?"

image
გთავაზობთ ზინედინ ზიდანის პრესკონფერენციას "გრანადასთან" მატჩის წინ.

"იქნება თუ არა "ლა ლიგის" დაკარგვა ზიდანის პირადი მარცხი? ჩვენ შეგვიძლია ტურნირის მოგებაც და წაგებაც. მთავარია - თითოეულ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მხოლოდ ამას ვაკეთებთ. სეზონი ძალიან გრძელია, კარგი მომენტები ხან არის ხან - არა. ვერ ვიყტვი, რომ ცუდი სეზონი გამოგვივიდა. როდესაც 2017 წელს მოვიგეთ "ლა ლიგა", ფენომენალური სეზონი ჩავატარეთ, მაგრამ ჩემპიონები ბოლო ტურში გავხდით. მთავარია - მაქსიმური გავაკეთოთ, დანარჩენის გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია, მხოლოდ მუშაობა".

"ჩემი მომავალი? მე მხოლოდ უახლოეს სამ მატჩზე ვფიქრობ".

"მომავალი სეზონის გეგმები? მე სამომავლო გეგმებს არ ვადგენ, მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე ვფიქრობ".

"რაული? ჩვენ ვაგრძელებთ "ლა ლიგაში" ბრძოლას, ასევე "კასტილიასაც" მნიშვნელოვანი მატჩები აქვს. თუ ფეხბურთელები დაგვჭირდება, ყოველთვის შეგვიძლია "კასიტილიიდან" ბიჭები დავიმატოთ. მე კარგი ურთიერთობა მაქვს რაულთან, ჩვენ მჭიდრო კავშირები გვაქვს, რათა კარგად გავაკეთოთ საქმე".

"VAR-ი და განსჯის სისტემა? მე მჯერა, რომ ყველაფერი უნდა იყოს ნათლად და მკაფიოდ, რაშიც VAR-ი გვეხმარება. თუმცა, რამდენიმე კონკრეტული პუნქტი მაინც უნდა დაზუსტდეს. თუ ამისთვის საჭიროა ფეხბურთის პროფესიონალების გაერთიანება, კარგია".

"ვუყურებ თუ არა მეტოქის მატჩებს? თუ დრო მაქვს, მაშინ კი. როდესაც მატჩები გვიან არის, სახლიდან ვუყურებ. მე მომწონს ფეხბურთი, ამიტომ მას ვუყურებ".

"მაყურებლები ტრიბუნებზე? ყველასთვის უკეთესია, როდესაც პუბლიკა სტადიონზეა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ".

"შეეძლო თუ არა "რეალს" ყოფილიყო ტურნირის ლიდერი, თუ არბიტრი სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებდა? ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. მე მჯერა ფეხბურთის და იმის, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან თუ ვიტყვი, სკანდალი მოხდება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ".

"განწყობა სეზონის ბოლოს? ფეხბურთელებს კარგი ფეხბურთის თამაში სურთ - სულ ესაა, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ვივბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ ეს გვაინტერესებს".

"ჩემი მონაწილეობა ვინისიუსის სატრანსფერო მოლაპარაკებებში? ეს "რეალია" და ხალხს უყვარს საუბარი ტრანსფერებზე, ცვლილბებეზე... თუმცა, ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. ახლა მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, ჩემმა ფეხბურთელებმა ეს იციან, რაც მახარებს".
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
-
VS
-
რეალი
2 - 1
22.05.2021
დი სტეფანო
რეალი
ცხრილი
ბომბარდირები
ფეხბურთელი
1-----
2----
3----
4----