კურტუა: "მადრიდის რეალი სულ სხვა განზომილებაა"

image
ბელგიელი კიპერის, ტიბო კურტუას თქმით, მადრიდის "რეალი" ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში და იქ თამაში სულ სხვა განზომილებაა.

"რაც დრო გადის, მადრიდის "რეალში" თავს უფრო მნიშვნელოვნად ვგრძნობ".

"მე ვერასდროს წარმოვიდგენდი ისეთ კლუბში მოხვედრას, როგორიც "რეალია". როდესაც სტადიონზე მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა პატარა კლუბში დაიწყო, როგორიც "გენკია", შეძლო და კარიერა "რეალში" გააგრძელა, ზღაპარს ჰგავს".

"მადრიდის "რეალი" ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში, რადგან ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ გულშემატკივრების ზეწოლას. ეს ფეხბურთის სამყაროში სხვა განზომილებაა".

"ჩემპიონთა ლიგის" თამაშებს მცირე დეტალები განსაზღვრავს, ჩვენ ვოცნებობთ მის მოგებაზე. მადრიდის "რეალთან" და ბელგიის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგება კიდევ მსურს და ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება".

კურუტამ პროფესიონალური კარიერა ბეგლიურ "გენკში" დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილია ბეგლიურ ფეხბურთში, მისი სტატუსისა და ისტორიის შედარება "რეალთან" რთულია.
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
ჩელსი
VS
05.05.2021 23:00
სტემფორდ ბრიჯი (პ.თ 1-1)
რეალი
რეალი
2 - 0
01.05.2021
დი სტეფანო
ოსასუნა
ცხრილი
ბომბარდირები
ფეხბურთელი
1მესი23
2ბენზემა21
3მორენო20
4სუარესი19