ზიდანი: "წინ 7 მატჩი გველოდება, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ"

image
ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია "ოსასუნასთან" მატჩის წინ.

"ლა ლიგა"? ჩვენ ტურნირში "ცოცხლები" ვართ და ვიბრძოლებთ, როგორც ამას დღემდე ვაკეთებთ. კონცენტრირებულნი ვართ ვართ თითოეულ სამუშაო დღეზე და "ლა ლიგაში" სეზონის ბოლომდე დიდი ბრძოლა იქნება. ტიტულს სულ უფრო ვუახლოვდებით, თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია და ფოკუსირებულები ვართ უახლოეს მატჩზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში".

"მომავალი მატჩები? ჩვენ შეგვიძლია გავავაკონტროლოთ ის, რაც ჩვენ ჩვენზეა დამოკიდული და არა ის, რაც გარშემო ხდება. ხვალ ჩვენ ავირჩევთ საუკეთესო შემადგენლობას, რათა გავიმარჯვოთ. ჩვენ ბევრი მატჩები გვაქვს და დიდ დროს ვატარებთ მოედანზე. ამ სეზონში ბევრი ცვლილების გაკეთება მომიწია, ტრავმებისა და კორონავირუსის შემთხვევების გამო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდი მზადაა საბრძოლველად. ხვალ რაც შეიძლება მეტი ქულის აღებას შევეცდებით. ახლა ვერ ვიფიქრებ "ჩელსისთან" განმეორებით მატჩზე, ვინაიდან ჯერ "ოსასუნასთან" გვაქვს თამაში. ჩვენ მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ და კარგი თამაშის ჩატარება გვსურს - ასე მუშაობს ფეხბურთი. თუ სხვაგვარად იფიქრებ, ძალიან რთული იქნება ყველაფრის გაკეთება".

"რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი "ლა ლიგაში" გამარჯვების მოსაპოვებლად? მთავარია - რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვებაა. ტიტულისთვის ოთხი გუნდი იბრძვის და სერიოზული ბრძოლა იქნება სეზონის ბოლომდე. თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია და ვიბრძოლებთ, რათა ჩემპიონები გავხდეთ".

"ბარსელონას" მარცხი? "ლა ლიგა" ძალიან რთული ტურნირია. ჩვენ "ლა ლიგის" მოგება გვსურს და ვიბრძოლებთ, თუმცა ამავე დროს კონცენტრირება გვინდა გავაკეთოთ სეზონის ფინალურ ეტაპზე და მხოლოდ "ოსასუნასთან" ხვალიდნელ მატჩზე ვფიქრობთ".

"ტრავმები? ამის მიზეზებს ვერ ავხნი: ყველა გუნდი ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, შესაძლოა, ჩვენ ყველაზე მეტად დავზარალდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოხარულნი უნდა ვიყოთ, რომ ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და ასეთ პირობებშიც კი სეზონის ფინალამდე მიაღწიეს. ჩვენ ამას მივაღწიეთ ყოველდღიური მუშაობით, სიმტკიცით და რაც მთავარია იმის რწმენით, თუ როგორ და რას ვაკეთებთ მოედანზე".

"როდესაც გუნდში 7-8 ტრავიმირებული გყავს, შენ ფიქრობ იმაზე, რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის და ესაა მთავარი იმისთვის, რომ წინ წახვიდე. ასე ვაკეთებდით აქამდე და იგივეს გაკეთებას შევეცდებით სეზონის ფინალამდე. როგორც მწვრთნელს მწყონს, როდესაც მოთამაშე იღებს დაზიანებას და მინდა, ყველა მოთამაშე იყოს ჯანმრთელი. როდესაც ვინმე იღებს ტრავმას, მე არ შემიძლია ვიყო კმაყოფილი, მაგრამ წინ უნდა წავიდეთ და პოზიტიური აზროვნება შევინარჩუნოთ. თუ არსებობს პრობლემა, არსებობს გამოსავალიც - ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ეს გამოსავალი".

"როტაცია? ყოველთვის ვციდლობთ, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი. მარტივი არ არის ისეთი გუნდის მართვა, როგორიც "რეალია", რადგან ყველას აქვს პრეტენზია შედეგბზე. ჩემი სამუშაოა - ეს გავაკეთო, მაშინაც კი თუ გუნდში ამდენი ტრავმირებულია. ეს სეზონი უჩვეულო იყო, რადგან მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენ ამისთვის პრაქტიკულად დრო არ გვქონია: ჩვენ მხოლოდ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. ასეთ სიტუაციებში შეიძლება იყოს ტრავმები, რაც მოხდა. ჩვენ ვციდლობთ, ყველაფერი საუკეთესოდ გავკეთოთ, წინ 7 მატჩი გველოდება, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ".

"ფიზიკური ფორმა? ფიზიკურად მზად ვართ, მცირე დეტალები დიდ ცვლილებას გამოიწვევს, რასაც კარგად ვიცავთ. ჩვენი ძალა ერთობლივ მუშაობაში მდგომარეობს. უკეთ უნდა ვიმოქმედოთ ბურთით, არის რაღაც, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და ამას ვაკეთებთ. როდესაც ბურთი შენ გაქვს - ეს საგოლე მომენტია".

"სერხიო რამოსის დაბრუნება? სერხიო გუნდთან ერთად ვარჯიშობს - ეს კარგი სიახლეა. განაცხადი დღეს გამოქყეყნდება და ყველაფერს ნახავთ".

"მარსელოს ყოფნა სამშაბათის არჩევნებში? სიტუაცია ისეთია, როგორიც არის: მან უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ვერაფერი შეიცვლება, მაგრამ ოთხშაბათს ის ჩვენთან იქნება".

"ფერლან მენდი? "მენდი "ოსასუნასთან" ვერ ითამაშებს. ის აღდგენით კურსს გადის და ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. ვნახოთ, რა იქნება ოთხშაბათის მატჩამდე".
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
ჩელსი
VS
05.05.2021 23:00
სტემფორდ ბრიჯი (პ.თ 1-1)
რეალი
რეალი
2 - 0
01.05.2021
დი სტეფანო
ოსასუნა
ცხრილი
ბომბარდირები
ფეხბურთელი
1მესი23
2ბენზემა21
3მორენო20
4სუარესი19