29 აპრ 2021, 23:33

წარმოუდგენელი ციფრი - რამდენი ტრავმა აქვთ მიღებული რეალის ფეხბურთელებს ამ სეზონში?

image
მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალში" ტრავმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დანი კარვახალმა მორიგი ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

ეს 51-ე ტრავმაა "რეალში" მიმდინარე სეზონში, ხოლო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გათვალისწინებით, რის გამოც ფეხბურთელი, დაახლოებით, ორი კვირა ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას, გუნდის დანაკრგები 58-მდე იზრდება.

ამ სეზონში "სამეფო კლუბის" მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომლებიც ლაზარეთში არ ყოფილან - ესენი არიან მეკარეები, ტიბო კურტუა და ანდრეი ლუნინი.

"ბლანკოსის" შემდეგ, "ლა ლიგაში" ტრავმების რაოდენობით მოდის - "ბარსელონა" (35) და "ვილიარეალი" (34).
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
ჩელსი
VS
05.05.2021 23:00
სტემფორდ ბრიჯი (პ.თ 1-1)
რეალი
რეალი
2 - 0
01.05.2021
დი სტეფანო
ოსასუნა
ცხრილი
ბომბარდირები
ფეხბურთელი
1მესი23
2ბენზემა21
3მორენო20
4სუარესი19